Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს 54 წლის კაცი, რომელიც 12 წლის გოგოს გარყვნილი ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა


თბილისში დააკავეს 1966 წელს დაბადებული კაცი, რომელიც 2 წლის განმავლობაში არასრულწლოვანს გარყვნილი ხასიათის შეტყობინებებს, ფოტო- და ვიდეომასალას უგზავნიდა:

გამოძიების მიხედვით, ი.ბ. ამისთვის იყენებდა თავისი შვილის სახელით დარეგისტრირებულ სოციალურ ქსელებს - „ფეისბუკსა“ და „კონტაქტს“.

ამ ქსელების საშუალებით იგი სისტემატურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და მის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG