Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პარლამენტმა ცარუკიანი დეპუტატის ხელშეუხებლობის გარეშე დატოვა


გაგიკ ცარუკიანი
გაგიკ ცარუკიანი

სომხეთის პარლამენტმა დეპუტატის ხელშეუხებლობა ჩამოართვა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ ცარუკიანს, რომელსაც გამოძიება ედავება გადასახადების დამალვას და ამომრჩევლების მოსყიდვას.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დეპუტატისათვის ხელშეუხებლობის ჩამორთმევის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ცარუკიანის პარტიას და ასევე ოპოზიციურ ფრაქცია „განათლებულ სომხეთს“.

პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტში კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა გაგიკ ცარუკიანი, რომელმაც მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო ბრალდებას - შეთითხნილი.

ცარუკიანმა კვლავ გაიმეორა, რომ სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანა გამოუვალ კრიზისამდე მიიყვანა და იგი მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს.

XS
SM
MD
LG