Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა იყიდება, საწყისი ფასი 122 მლნ-ზე მეტია


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, რომელიც თბილისში, კოსტავას #68-ში მდებარეობს, გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. შენობის საწყისი ფასი 122 432 000 ლარია. ტელევიზიის ქონება აუქციონის წესით გაიყიდება.

შენობის შეძენა მსურველს თითქმის ერთი თვის ვადაში შეუძლია.

აუქციონის პირობებია:

  • გასაყიდი უძრავი ქონების განკარგვა/სარგებლობას მყიდველი შეძლებს 2023 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, მაუწყებელი გადავა ახალ შენობაში და გამოათავისუფლებს გასაყიდ ქონებას;
  • გასაყიდი ქონების საფასურის 1-ლი ნაწილი - 40 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას აუქციონის დასრულებიდან (გამარჯვებულის გამოვლენიდან) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
  • გასაყიდი ქონების საფასურის მე-2 ნაწილი - 10 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2021 წლის 1 ივლისამდე;
  • გასაყიდი ქონების საფასურის მე-3 ნაწილი - 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • გასაყიდი ქონების საფასურის მე-4 ნაწილი - 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2023 წლის 1 აპრილამდე.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარალელურად დაიწყო ახალი შენობის მშენებლობაც. მან ახალი შენობის კონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამისთვის 46 755 039 ლარია გამოყოფილი.

საერთო ჯამში, თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას #31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენება, დაახლოებით, 81 მილიონი ჯდება. აქედან, წინასწარი გათვლით, 77 მლნ ლარი შენობისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებაა, ხოლო 3 მლნ ლარამდე - ნაგებობის ზედამხედველობისთვის საჭირო თანხა. გარდა ამისა, შენობის დიზაინისთვის მაუწყებლის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:

XS
SM
MD
LG