Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ხელბურთში ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებს უმასპინძლებს


2021 და 2022 წელს საქართველოში ხელბურთის ორი დიდი შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერაციამ 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატისა და 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. პირველი ტურნირი 2021 წლის აგვისტოში შედგება, მეორე - 2022 წლის აგვისტოში.

2017 წელს თბილისში უკვე გაიმართა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც ოცდაოთხი ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა კიდევ რვა ნაკრებით გაიზრდება და საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ოცდათორმეტი ნაკრები ჩაებმება.

საქართველოს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობის პრაქტიკაც აქვს - 2016 და 2018 წლებში თბილისში 18-წლამდელ ჭაბუკთა ევროპირველობა გაიმართა, ხოლო 2019 წელს - 17-წლამდელი გოგონების.

XS
SM
MD
LG