Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის უშიშროება სასამართლოს წარუკიანის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს


სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის საერთო იურისდიქციის სასამართლოს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის, დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა გაგიკ წარუკიანის ადვოკატმა ემინ ხაჩატრიანს.

ადვოკატის თქმით, მის კლიენტს უკვე წაუყენს ბრალდება, რომელსაც წარუკიანი არ აღიარებს და უკანონოდ მიიჩნევს. ადვოკატს არ უთქვამს, თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი. მაგრამ დასძინა, რომ საქმეში უამრავი მასალაა, რომლის შესწავლასაც დრო დასჭირდება.

სომხეთის პარლამენტმა 16 ივნისს ფარული კენჭისყრის დროს სამართლადამცავ ორგანოებს დეპუტატ გაგიკ წარუკიანს დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა და პროკურატურას მისი დაპატიმრების ნებართვა მისცა.

სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და გავლენიან ოლიგარქს პროკურატურა ბრალს დებს გადასახადების დამალვასა და ამომრჩევლების მოსყიდვაში, რასაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.

გაგიკ წარუკიანი მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უწოდებს პოლიტიკურად მოტივირებულს, ხოლო ბრალდებას-შეთითხნილს.

XS
SM
MD
LG