Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი აცხადებს რომ თბილისში, მოსკოვის გამზირზე ჩხრეკას ატარებდა


რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, რომ თბილისში, მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით ატარებდნენ ჩხრეკას. მათი ინფორმაციით, დღეს ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

თავდაპირველად სუსი უარყოფდა ინფორმაციას ამ ღონისძიებაში მისი მონაწილეობის შესახებ.

როგორც სუსი აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებები არ უკავშირდება რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის საქმეს.

„პირველმა არხმა“ კი გაავრცელა ცნობა, რომ მისი ინფორმააციით, „სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG