Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის უმაღლესი სამართლო: უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ არალეგიტიმურია

EU, Court of Justice of European Union logo

ევროპის კავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზღუდეები, რომლებიც უნგრეთის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლი პრემიერ-მინისტის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ შეუქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებას, ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის კანონმდებლობას.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, განაცხადა 18 ივნისს, რომ „უნგრეთში სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები წევრი ქვეყნის გარეთ არსებული პირის მიერ მათი დაფინანსების გარშემო, არ შეესაბამება ევროპის კავშირის კანონს“. ევროპის კომისიამ, ბლოკის აღმასრულებელმა ორგანომ, უნგრეთის თაობაზე სასამართლოს მიმართა მას მერე, რაც ბუდაპეშტმა 2017 წელს მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვდა არასამთავრობო ორგანოებისგან, რომლებიც 7,2 მილიონ ფორინტზე (27 ათას ამერიკულ დოლარზე) მეტს იღებდნენ უცხოეთიდან დაფინანსების სახით, რომ წლიურად გატარებულიყვნენ რეგისტრაციაში როგორც ასეთი და განსხვავება გაესაჯაროებინათ.

ეს კანონი, ნომინალურად იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და შეებრძოლონ ფულის გათეთრებას. ამავე კანონით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადოს დონორების ვინაობა საჯაროდ, სხვა შემთხვევაში მათ სანქციები ეკისრებათ.

კანონის მიმართ კრიტიკული პირები აცხადებენ, რომ მისი შემოღების სამიზნე ამერიკელი მილიარდერი, ქველმოქმედი, ჯორჯ სოროსია, რომელიც ორბანს მკაცრად აკრიტიკებს.

სასამარლომ უარყო უნგრეთის არგუმენტები მეტი გამჭვირვალობის შესახებ და დაადგინა, რომ შეზღუდვები ეხება განურჩევლად ყველას და არა მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებსაც არსებითი ზეგავლენა აქვთ საზოგადოების დისკუსიაზე. „ჩვენ პატივს ვცემდით ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებებს დღემდე და პატივს ვცემთ მათ მომავალშიც“, განაცხადა ორბანის კანცელარიის უფროსმა გერგეი გულაშმა 18 ივნისს.

ევროპის კავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზღუდეები, რომლებიც უნგრეთის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლი პრემიერ-მინისტის, ვიქტორ ურბანის მთავრობამ აღმართა არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის კანონმდებლობას.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, განაცხადა 18 ივნისს, რომ „უნგრეთში სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაწესებული შეზღუდვები წევრი ქვეყნის გარეთ არსებული პირის მიერ მათი დაფინანსების გარშემო, არ შეესაბამება ევროპის კავშირის კანონს“. ევროპის კომისიამ, ბლოკის აღმასრულებელმა ორგანომ, უნგრეთის თაობაზე სასამართლოს მიმართა მას მერე, რაც ბუდაპეშტმა 2017 წელს მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვდა არასამთავრობო ორგანოებისგან, რომლებიც 7,2 მილიონ ფორინტზე (27 ათას ამერიკულ დოლარზე) მეტს იღებდნენ უცხოეთიდან დაფინანსების სახით, რომ წლიურად გატარებულიყვნენ რეგისტრაციაში როგორც ასეთი და განსხვავება გაესაჯაროებინათ.

კანონი, ნომინალურად იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და შეებრძოლონ ფულის გათეთრებას. ამავე კანონით, არსამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადოს დონორების ვინაობა საჯაროდ, სხვა შემთხვევაში მათ სანქციები ეკისრებათ.

კანონის მიმართ კრიტიკული პირები აცხადებენ, რომ მისი შემოღების სამიზნე ამერიკელი მილიარდერი, ქველმოქმედი, ჯორჯ სოროსია, რომელიც ორბანს მკაცრად აკრიტიკებს.

სასამარლომ უარყო უნგრეთის არგუმენტები მეტი გამჭვირვალობის შესახებ და დაადგინა, რომ შეზღუდვები ეხება განურჩევლად ყველას და არა მხოლოდ ორგანიზაციებს, რომლებსაც არსებითი ზეგავლენა აქვთ საზოგადოების დისკუსიაზე. „ჩვენ პატივს ვცემდით ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებებს დღემდე და პატივს ვცემთ მათ მომავალშიც“, განაცხადა ორბანის კანცელარიის უფროსმა გერგეი გულაშმა 18 ივნისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG