Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გარდაიცვალა ნიკიტა ხრუშჩოვის შვილი


სერგეი ხრუშჩოვი
სერგეი ხრუშჩოვი

აშშ-ში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟი სერგეი ხრუშჩოვი.

ემიგრაციამდე სერგეი ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირში მუშაობდა ბალისტიკური რაკეტების და კოსმოსური აპარატების შექმნაზე. იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის პრემიის ლაურეატი.

90-იანი წლების დასაწყისში გაემგზავრა აშშ-ში, სადაც „ცივი ომის“ შესახებ ლექციებს კითხულობდა პრესტიჟულ, ბრაუნის უნივერსიტეტში. 1999 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა.

სერგეი ხრუშჩოვს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი მამის, ნიკიტა ხრუშჩოვის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG