Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ


საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა კენჭისყრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ფრაქცია პარლამენტის 7 დეპუტატს აერთიანებს.

"პატრიოტთა ალიანსიდან, სოციალ-დემოკრატებისგან და "ქართული ოცნებისგან" იქნება საკმარისზე მეტი ხმა, რაც საჭიროა ცვლილების მისაღებად. თუ ვინმეს რამე ფეხი არ გადაუბრუნდა, 118-120 ხმა იქნება აქედან. თუ ევროპული საქართველო დაემატება, უფრო მეტი იქნება. მაგრამ მათ გარეშეც მიღებული იქნება", - თქვა ჟორჟოლიანმა.

დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უყრიან კენჭს. ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევა და 30 დეპუტატის მაჟორიტარული სიით. დღევანდელი პროპორცია 77/73-ზეა.

როგორც ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ ქართული ოცნების, "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების" დეპუტატები. მხარდამჭერთა შორის იქნებიან დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატებიც.

XS
SM
MD
LG