Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემზარ კვიციანი: გაკეთდეს ჩამატება, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო


„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს, კანონპროექტში შეიტანონ ჩანაწერი, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო გახდება. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტში მიმდინარე ცვლილებების განხილვისას გააკეთა:

„არის თუ არა შესაძლებელი, რომ ჩამატება მოხდეს, მაგალითად, არჩევნები რომ გახდეს სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ, ერთი სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს ჯობია. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში სამართლიანი არჩევნები, თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად უნდა შევიდეს ეს ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ“.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევა და 30 დეპუტატის მაჟორიტარული სიით. დღევანდელი პროპორცია 77/73-ზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG