Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 9 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


22 ივნისის დილის 9 საათის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვია 9 051 535.

განახლებული მონაცემები გამოქვეყნებულია მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის worldometer-ის საიტზე. ჯგუფი სტატისტიკას ადგენს ქვეყნების ოფიციალური მონაცემების მიხედვით.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 4 800 000-ს აჭარბებს. COVID-19-ით მსოფლიოში გარდაცვლილია 470 700-ზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით პირველ ხუთეულში არიან: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი.

XS
SM
MD
LG