Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რისკი მაინც არსებობს


საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების რისკი მაინც არსებობს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს განაცხადა.

"რისკი მაინც რჩება იქამდე, ვიდრე ბოლომდე არ იქნება სამივე კენჭისყრა დასრულებული. ამიტომ არ უნდა ვთქვათ, რომ ამით დასრულდა პროცესი", - თქვა ბესელიამ.

21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია ამას უარყოფს.

XS
SM
MD
LG