Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა დაზიანებული/გაფუჭებული სურსათის ჩამოწერის პროცედურას ამარტივებს


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზიანებული/გაფუჭებული სურსათის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა, დეტალების შესახებ ინფორმაცია კი ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

"ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას", - თქვა გახარიამ.

პროცედურა ასე მარტივდება:

  • კომპანიებს სრულად გაუუქმდებათ 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის საფასური (ამ დრომდე 20 ლარი იყო გადასახდელი);
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი (ამ დრომდე კომპანიას შენახვა უწევდათ);
  • დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.
XS
SM
MD
LG