Accessibility links

კონფლიქტი, როგორც იარაღი ურთერთობების გასაუმჯობესებლად


ავტორი: რუსუდან სოფრომაძე

კონფლიქტი საზოგადოების უმრავლესობის მიერ აღქმულია, როგორც ნეგატიური დატვირთვის მქონე ტერმინი, თუმცა კონფლიქტი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს იარაღს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საინტერესოა, თუ რამდენად პოზიტიური შედეგები შეიძლება ახლდეს თან კონფლიქტს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების რაღაც კატეგორია მაქსიმალურად გაურბის მას. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზეზი საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი წარმოდგენებია კონფლიქტის შესახებ, მაგალითად: "კონფლიქტი ურთიერთობას საფრთხეს უქმნის", "კონფლიქტის არსებობა წარმოაჩენს ურთიერთობას,როგორც უარყიფითს". იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტი ნეგატიურად და არასასურველად აღიქმება, საჭიროა მსჯელობა იმაზე, ხომ არ უნდა გადავაფასოთ შეხედულებები კონფლიქტის და მისი მოსალოდნელი შედეგების, ეფეტების შესახებ?

პიროვნებათშორისი კონფლიქტი განიმარტება, როგორც შეუთანხმებლობა დაკავშირებულ ინდივიდებს შორის, რომლებიც საკუთარ მიზნებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ.(სუმბაძე ნ.& მახარაძე თ. (2010). ჩვენი სოციალური ურთიერთობები წარმოუდგენელია კონფლიქტის გარეშე, და თუ აქამდე ორ პიროვნებას შორის კონფლიქტი არ წარმოქმნილა, ეს მიუთითებს, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, ან ურთიერთობაში რაღაც რიგზე ვერ არის. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანთან ურთიერთობაში ხარ, კომუნიკაცია გაქვს, ფაქტობრივად შეუძლებელია რაღაც საკითხში შეხედულებები არ გადაიკვეთოს. კონფლიქტი განსაკუთრებით ხშირია კომუნალურ ურთიერთობებში, რადგან ასეთ უურთიერთობაში ყოფნისას ადამიანები დიდ დროს ატარებენ ერთმანეთთან, ბევრი ისეთ საკითხს აწყდებიან,რომელზეც ერთად უნდა იმუშაონ, მიიღონ გადაწყვეტყილება, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები... ცხოვრების ბევრ ასპექტში გადაკვეთა ზრდის კონფლიქტის ალბათობას, რადგან მეტია შანსი,რომ რაღაც საკითხში ორი ადამიანის აზრი არ დაემთხვევა.

კონფლიქტი ყოველთვის რაღაცაზეა ორიენტირებული, ფოკუსირებული, შეიძლება ეს იყოს შინაარსი ან ურთიერთობა. შინაარზე ფოკუსირებული კონფლიქტისას ადამიანების კონფლიქტის საგანია ზოგადი საკითხები, რომლებიც უშუალოდ არ ეხება პიროვნებებს, მაგალითად განსხვავებული აზრი პოლიტიკის შესახებ. რაც შეეხება ურთიერთობაზე ფოკუსირებულ კონფლიქტს, ის ეხება უშუალოდ იმ პირების ურთიერთობას, ვის შორისაც კონფლიქტი მიმდინარეობს, ასეთი კინფლიქტის საგანი შეიძლება იყოს ის, თუ როდის, სად წავიდეს ოჯახი დასასვენებლად...

მართალია, კონფლიქტის დეფინიციათა უმრავლესობა თითქმის ერთი შინაარსის მატარებელია, თუმცა გასათვალისწინებელია კულტურული განსხვავებები ამ ტერმინის აღქმაში. ის, რაც კონფლიქტს წარმოშობს ერთ კულტურაში, შეიძლება კონფლიქტის მიზეზი არ იყოს მეორე, განსხვავებულ კულტურაში, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი ინდივიდუალისტური ქვეყანა, როგორიც ამერიკააა და საქართველო, როგორც კოლექტივისტური ქვეყანა. ამერიკაში ნორმადაა ქცეული, რომ მოზარდის სწრულწლოვანად გახდომის შემდეგ ის ცალკე საცხოვრებლად უნდა გადავიდეს და ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველოში იგივე საკითხი მწვავე კონფლიქტის მიზეზი ხდება. ასეთი განსხვავება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ითვლება მოცემულ კულტურაში ჩამოყალიბებულ ნორმებად და ეთიკურ ქცევებად. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას,რომ ის, თუ როგორ აღიქვამს ინდივიდი კონფლიქტს და როგორ ცდილობს კონფლიქტის გადაჭრას განსხვავებულია კულტურის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან კონფლიქტი დისკომფორტს გვიქმნის და ორიენტირებულს გვხდის, კონფლიქტი მოვაგვაროთ, რათა დავუბრუნდეთ კომფოტის მდგომარეობას. როგორც ფროიდი ამბობს, ჩვენ გვექმნება გარკვეული დისკომფორტის მდგომარეობები,რომლებიც ჩვენს წონასწორობას არღვევს და დაძაბულობას ქმნის ორგანიზმში, საპასუხოდ კი ვცდილობთ დაძაბულობის რედუქციას და წონასწორობის გათანაბრებას.

კონფლიქტის თან სდევს კონკრეტული პრობლემის განსაზღვრა, კონფლიქტის გადაწყვეტის სხვადასხვა გზით მოგვარების მცდელობა, გადაჭრის გზების შესწავლა, საბოლოო ალტერნატივებიდან საუკეთესო სტრატეგიის ამორჩევა და კონფლიქტის გადაწყვეტა. ეს პროცესი არც თუ ისე მცირე ძალისმხევას მოითხოვს, თუმცა ურთიერთობის აუცილებელი ასპექტია. კონფლიქტი და მისი გადაჭრის პროცესი აუცილებელია იმისთვის, რომ ურთიერთობა განვითარდეს, უფრო ჯანსაღი გახდეს და დროში ხანგრძლივად გაგრძელდეს, ამ ყველაფრის მიღწევა კი ძირითადად ურთიერთობის დაწყების მიზანს წამოადგენს.

მართალია, ინტერპერსონალური ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თუმცა აღსანიშნავია რომ სოციალური გარემო მხოლოდ ურთიერთობების რაოდენობით არ განისაზღვრება. ურთიერთობების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. კონფლიქტი აუმჯობებებს ურთიერთობის ხარისხს, კონკრეტულად კი ქმნის ახალ, აქამდე განსხვავებულ ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? კონფლიქტი ერთგვარი სიგნალია ადამიანებისთვის, სიგნალი იმისა, რომ რაღაც საკითხში ცვლილება საჭიროა.

კონფლიქტის პროცესში ადამიანები გამოკვეთენ იმ პრობლემას, რომელიც წამოიჭრა და რამაც კონფლიქტი გამოწვია, პრობლემის განსაზღვრის პროცესი თავისმხრივ მოითხოვს ფიქრს,აზროვნებას, გონებრივი რესურსის დახარჯვას, ინფორმაციის ღრმააზროვნად გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს იმ სიტუაციის გაანალიზებას, რამაც პრობლემა წამოჭრა. შესაბამისად, ადამიანები უკეთ აცნობიერებენ თავიანთ ინტერესებს, მოთხოვნილებებს, ერკვევიან საკუთარ თავში. იაზრებენ, რამდენად ღირდა კონკრეტული მიზეზის გამო კონფლიქტის წარმოქმნა. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის შემდეგ ორივე მხარე უფრო მეტად უფთხილდება ერთმანეთს, ითვალსწინებს ერთმანეთის ქცევის პატერნებს, დამოკიდებულებებს და ცდილობს რაღაც "ოქროს შუალედის", კომპრომისის პოვნას. ეს პროცესი რა თქმა უნდა უფრო ჯანსაღს ხდის ურთიერთობას.

შეიძლება ორ ადამიანს დიდი ინტიმურობა აკაშირდებდეს ერთმანეთთან, თუმცა მაინც ჰქონდეს კომუნიკაციის პრობლემა. ძირითადად, ურთიერთობაში სირთულეს წარმოადგენს არაპირდაპირი და არაეფექტური კომუნიკაცია. კონფლიქტის პროცესი, რომელსაც თანს სდევს კონფლიქტის გადაჭრა, ხელს უწყობს ურთიერთობაში მყოფი ადამიანების მიერ ერთმანეთის შეხედულების გაზიარებას. შეხედულებების გაზიარება წარმოუდგენელია ეფექტური კომუნიკაციის გარეშე. კომუნიკაციის პროცესში ადამიანები საუბრობენ განცდებზე, ცხოვრების ინტიმურ ასპექტებზე, უაზიარებენ ერთმანეთს ცხოვრებისეულ გამოცილებას, უსმენენ და ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს. ამ ყველაფერს ურთიერთობა მიჰყავს განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ. არონსონი ამბობს წიგნში "სოციალური ცხოველი":"ბევრი ადამიანი მიიღებს და სწორ რეაქციას გააკეთებს საყვარელი ადამიანის პირდაპირ საუბარზე. პირდაპირ საუბარში მე ვგულისხმობ, რომ ადამიანი ნათლად გამოხატავს გრძნობებს და პრობლემებს მეორე ადამიანის დადანაშაულების, განსჯის ან დაცინვის გარეშე". ამას ადასტურებს კვლევები, რომლებშიც დადგინდა, რომ კონფლიქტების მოგვარების პირდაპირი მეთოდი ზრდის ქორწინებით კმაყოფილებას ცოლ-ქმარს შორის.

კონფლიქტი ახსენებს ადამიანებს იმას, რომ ისინი ურთიერთდამოკიდებული არიან და გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, შესაბამისად პარტნიორები გრძნობენ, რომ მნიშვნელოვანი არიან და ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ღირებულება ერთმანეთისთვის.

ბუნებრივია, კონფლიქტის მოგვარების განსხვავებულ სტრატეგიებს იყენებენ ადამიანები, მათ შორის ყველაზე ეფექტური სტილია თანამშრომლობა, ამ დროს პიროვნება ითვალისწინებს ორივე მხარის(საკუთარი და პარტნიორის) სურვილებს, მოთხოვნებს და საჭიროებებს. კონფლიქტის მოგვარების ეს სტილი დადებითად მოქმედებს კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვაზე, თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, ზრდის კმაყოფილებას და უკეთესი რაკურსით მიჰყავს ინტერპერსონალური ურთიერთობა. იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტის გადაჭრისას კონკრეტულ სტრატეგიებს ვიყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ვითარდება ის უნარები, რომელთა საშუალებით კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავებას ვცდილობთ. თუ კონკრეტული სტრატეგია ეფექტური აღმოჩნდება, ადამიანები იგივე უთანხმოების, სიტუაციის წინაშე დადგომისას უფრო მცირე დროში შეძლებენ მსგავსი სტრატეგიის გამოყენებას და კონფლიქტის გადაწყვეტას. ეს ყველაფერი კი ამცირებს მომავალი კონფლიქტების რაოდენობას.

ერთ-ერთი კლვევა(The Research of Interpersonal Conflict and Solution Strategies), რომლის ავტორები იყვნენ Bao Yingshan & Fangwei Zhu, გვიჩვენებს, რომ კონფლიქტის გადაჭრის პოზიტიური სტრატეგიების გამოყენება ზრდის პარტნიორების კმაყოფილებას და ხელს უწყობს თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში მონაწილე ადამიანები ერთგვარ მოლოდინს იქმნიან ერთმანეთის ქცევების და რეაქციების შესახებ. შეიძლება ასეთი მოლოდინი ბევრს დაეხმაროს უშინაარსო კონფლიქტისგან თავის არიდებაში, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია,რომ მოლოდინმა პარტნიორის შესაძლო რეაქციაზე შესაძლებელია ადამიანს უბიძგოს საკუთარი პოზიციების და სურვილების არგამოხატვისკენ."ინდივიდის ურთიერთობა კონფლიქტის დროს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებენ ისინი ერთმანეთს, ენდობიან თუ არა, აქვთ თუ არა გამარჯვების სურვილი და სხვ.".( აბზიანიძე, კონფლიქტის ფსიქოლოგია)

როგორც ყველა საკითხის, ისე კონფლიქტის მიმართაც განსხვავებული აზრი არსებობს საზოგადოებაში. ადამიანების რაღაც ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ კონფლიქტი კი არ ავითარებს, არამედ აუარესებს ურთიერთობას და მეტ პრობლემას და უთანხმოებას წამოჭრის. ეს მოსაზრება ემყარება საზოგადოებუს მიერ კონფლიქტის შესახებ მცდარ წარმოდგენებს, რომელიც შესავალშა ნახსენები. სწორედ ამ მცდარი წარმოდგენების გამო ადამიანები გაურბიან კონფლიქტს და ცდილობენ უსიამოვნებისგან თავის არიდებას ან არასასურველ სიტუაციასთან მორგებას და შეგუებას. თუმცა როგორც ინტერპერსონალური კომუნიკაციის სახელმძღვანელოშია მითითებული, უარყოფითი ემოციების დამალვას ჩიხში შეჰყავს ურთიერთობა, პარტნიორებს უგროვდებათ ნეგატიური ემოციები, რაც ნეგატიურად მოქმედებს მათზე ცალ-ცალე და მთლიანად ურთიერთობაზე, შემდგომ კი მარტივი ხდება ასეთი ურთიერთობის დანგრევა. ცხადია, პრობლემები თავისით არ გვარდება და აუცილებელია ადამიანებმა განსაზღვრონ რაში აწყდებიან სირთულეს, რა არის გასაუმჯობესებელი და შესაცვლელი და კონკრეტული სტრატეგიებით შეძლონ კონფლიქტის მოგვარება. ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტყილებები მოსალოდნელია, რომ გაახანგრძლივებს, სტაბილურობას შეუნარჩუნებს ურთიერთობას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG