Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პოლიციის რეფორმის კანონპროექტი გაუგზავნა სენატს, სადაც რესპუბლიკელთა აზრით, მას არ მიიღებენ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 25 ივნისს მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიის ინიციატივით შესულ კანონპროექტს, რომელიც პოლიციის რეფორმირებას ეხება პოლიციელის მიერ დაპატიმრებისას უიარაღო აფრიკელ-ამერიკელის მოკვლის შემდეგ.

წარმომადგენელთა პალატაში ხმების რაოდენობა ასე განაწილდა: 236 კანონმდებელი მიემხრო კანონპროექტს, ხოლო 181-მა მას მხარი არ დაუჭირა. ხმის მიცემა ძირითადად პარტიული ხაზის შესაბამისად მოხდა. კენჭისყრა მოჰყვა ემოციურ დებატებს, რომლის დროსაც ბევრმა კანონმდებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კანონი საჭირო იყო, რათა რეაგირება მომხდარიყო ეროვნული პროტესტის მიმართ, რომელიც მოჰყვა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მაისში.

ახლა კანონპროექტს განიხილავენ სენატში, სადაც რესპუბლიკელთა მცდელობას, გატარდეს საპოლიციო რეფორმა, უმრავლესობა არ ემხრობა.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ სენატი დგას არჩევანის წინაშე, ან პატივი სცეს ფლოიდის სიკვდილს, ან არაფერი გააკეთოს. მაგრამ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ვერ გავა სენატში, სადაც უმრავლესობა აქვთ რესპუბლიკელებს. ფლოიდის სიკვდილს 25 მაისს მოჰყვა პოლიციის ტაქტიკისა და რასობრივი უსამართლობის მიმართ საპროტესტო რეაქცია.

მას მერე პოლიციამ ჯორჯიის შტატში, ატლანტაში, მოკლა კიდევ ერთი აფრიკელი ამერიკელი, რეიჩარდ ბრუკსი.

კონგრესმა გადაწყვიტა, იმოქმედოს პოლიციის რეფორმირების მიმართულებით, განსაკუთრებით, როცა, გამოკითხვებით, ამერიკელთა დიდ უმრავლესობას ცვლილებები სურს.

XS
SM
MD
LG