Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბონდო მძინარაშვილი, ზაზა აბაშიძე და გია მურღულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლებად აირჩიეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლებად ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი და გია მურღულია აირჩიეს. მათ კანდიდატურებს კენჭი პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო, ბონდო მძინარაშვილმა - 95, გია მურღულიამ - 92. საბჭოს წევრობა სურდა დოდო შონავასაც, მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

გია მურღულია "ქართული ოცნების" ფრაქციებმა წარადგინეს. მძინარაშვილის კანდიდატურის წარმდგენები არიან: მირიან წიკლაური, გია ჟორჟოლიანი, გიორგი მოსიძე, ალექსანდრე ერქვანია, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია, ადა მარშანია, დავით ჭიჭინაძე, კობა ნარჩემაშვილი, მარიამ ჯაში, ბიძინა გეგიძე, გიორგი ბეგაძე, გელა მიქაძე. ზაზა აბაშიძის წარმდგენები არიან: დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, გიორგი კანდელაკი, სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ზაზა კედელაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი წერეთელი, ელენე ხოშტარია.

მეურვის ასარჩევად მინიმუმ 76 ხმა იყო საჭირო. ამ ოთხი კანდიდატიდან გია მურღულია უმრავლესობამ წარადგინა, უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა კი - ბონდო მძინარაშვილი, ზაზა აბაშიძე და დოდო შონავა. საქართველოს კანონმდებლობით, მეურვეებს 6 წლის ვადით ირჩევენ.

ამ თანამდებობაზე მუშაობა ანაზღაურებადია. 9-წევრიან საბჭოში თითოეული მეურვის ანაზღაურება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, 4 ათას ლარს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG