Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიამ გაფრთხილება გაავრცელა დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანაში მოგზაურობის თაობაზე


ავსტრიამ გაფრთხილება გაავრცელა დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანაში მოგზაურობის თაობაზე, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ავსტრიაში გამოვლენილი კორონავირუსის ინფექციის რამდენიმე ახალი კლასტერის კვალი ბალკანეთამდე მიდის.

ამ რეგიონში, სადაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ვითარება იყო პანდემიის თვალსაზრისით, უკანასკნელ დღეებში ვირუსის ახალი კერების გაჩენა შეინიშნება.

ავსტრიის მიერ 1 ივლისს გამოცემული გაფრთხილება ეხება მოგზაურობას ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და სერბეთში, მაგრამ არ ეხება ევროკავშირის წევრებს - სლოვენიასა და ხორვატიას.

ავსტრიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეულია სერბეთისა და მონტენეგროსთვის, რომლებიც ევროკავშირმა 30 ივნისს „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ამ სიაში, რომელშიც საქართველოც არის, შედიან ქვეყნები, რომლებთანაც ევროკავშირი მიმოსვლის განახლებას იწყებს 1 ივლისიდან.

ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ კვლავ ზრდა დაიწყო. 30 ივნისს მან აპრილის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100-ს.

XS
SM
MD
LG