Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტქ თემის სიმბოლური დროშის წინააღმდეგ თბილისში აქცია მიმდინარეობს


თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფი, მათი განცხადებით "ერის და ბერის შეკრებაზე" მივიდა. ისინი ერთ-ერთ შენობის აივანზე ლგბტქ თემის სიმბოლური დროშის გამოფენას აპროტესტებენ.

მოქალაქეები, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ, მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ და პროტესტს გამოთქვამენ ფოტოების გადაღების გამო.

ადგილზე მოსულები არიან სასულიერო პირებიც. აქციის ფარგლებში ისინი პარაკლისის იხდიან.

სიტუაციას აკვირდებიან სამართალდამცველებიც.

XS
SM
MD
LG