Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა


ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა.

როგორც მისი პრესმდივანი აიდოს უკიბაი იტყობინება, COVID-19-ზე „ერის ლიდერის“ უკანასკნელმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ექიმების რეკომენდაციით, ნაზარბაევი თვითიზოლაციაში რჩება და დისტანციურად იმუშავებს.

იმის შესახებ, რომ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი COVID-1-ით დაავადდა, 18 ივნისს გახდა ცნობილი. მმართველი პარტია „ნურ ოტანის“ ლიდერ ნაზარბაევს, რომელიც ინარჩუნებს გავლენას ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე, მომავალ კვირაში 80 წელი უსრულდება.

16 მარტიდან 11 მაისამდე ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა კორონავრუსის გამო. ამასთან, ზოგიერთ რეგიონში დღემდე შენარჩუნებულია საკარანტინო ზომები.

XS
SM
MD
LG