Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას პოტენციურ მეტოქეს რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი


ვიქტარ ბაბარიკა
ვიქტარ ბაბარიკა

ბელარუსის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს და „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ვიქტარ ბაბარიკას, ხელისუფლება ადანაშაულებს ფულის გათეთრებაში, გადასახადების დამალვასა და მექრთამეობაში.

ეჭვმიტანილია მისი შვილიც, ედუარდ ბაბარიკა, ვიქტარ ბაბარიკას შტაბის უფროსი, რომელსაც გამოძიება გადასახადების დამალვას ედავება. მამა-შვილი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

მანამდე, მათ ადვოკატებს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობის პირობაზე, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ გასცნობოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა საქმეს, რომლის განხილვაც მინსკის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, წუხელ ვიქტარ ბაბარიკას სახლი მესამედ გაჩხრიკეს.

ევროკავშირმა მოუწოდა მინსკს, გაათავისუფლოს პატიმრობიდან ვიქტარ ბაბარიკა და მისი შვილი; უზრუნველყოს კანონის უზენაესობის სრული პატივისცემა და საპრეზიდენტო არჩევნების კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, აპირებს, რომ მეექვსე ვადით იყაროს კენჭი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG