Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ხელახალი ეპიდაფეთქების გამო ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა. ნეთანიაჰუს თქმით, აუცილებელია დამატებითი შემზღუდავი ზომების მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელის ჯანდაცვის სისტემა ვითარებას შესაძლოა, ვეღარ გაუმკლავდეს.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30 000-ს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 330-ზე მეტი.

მაისში, ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო, რის გამოც საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, დიდი ალბათობით, ისრაელი იქნებოდა. მაისის ბოლოდან ისრაელში ისევ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. ივლისის დასაწყისიდან პერიოდულად, დღეში ათასზე მეტი ახალი შემთხვევაც კი ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG