Accessibility links

აშშ-ში კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრებში საავადმყოფოები გადატვირთვის პირასაა


აშშ-ის ოფიციალური პირები კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრებიდან გამოდიან გაფრთხილებით, რომ საავადმყოფოს სისტემები გადატვირთვის პირასაა, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მეტად მატულობს სამხრეთსა და დასავლეთში, მას შემდეგ, რაც ვირუსმა უკან დაიხია უწინდელ ეპიცენტრებში, მაგალითად, ნიუ-იორკში. გავრცელებული მოლოდინით, ინფიცირების შემთხვევები უახლოეს დღეებში 3 მილიონს გადააჭარბებს, დაღუპულთა რაოდენობა 130,000-მდეა. ასეთ ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს ვირუსის სწრაფ გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით, ბევრი შტატი ნაადრევად გაიხსნა და არ დაინერგა ჯანდაცვის ეფექტიანი პროტოკოლები.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო რამდენიმე შტატმა შეაჩერა, ან უკან წაიღო ეკონომიკის გახსნის ზომები - მათ შორის, კალიფორნიამ, ტეხასმა და ფლორიდამ. ბევრი თვლის, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებში მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ უნდა მოუწოდონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG