Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვიზას აღარ მისცემს უცხოელ სტუდენტებს, თუ სწავლა მხოლოდ ონლაინრეჟიმში ექნებათ კორონავირუსის გამო


აშშ არ მისცემს ვიზას უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც ლექციები და სემინარები მხოლოდ ონლაინრეჟიმში ჩაუტარდებათ კორონავირუსის გამო.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის მიერ 6 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია შეეხება ასეულათასობით უცხოელ სტუდენტს აშშ-ში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გასცემს ვიზებს სტუდენტებისთვის, რომელთა სასწავლებლები მთლიანად ონლაინრეჟიმში იმუშავებენ საშემოდგომო სემესტრში და მათ არც აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური შეუშვებს ქვეყანაში, იტყობინება აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია.

„სტუდენტებმა, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან და ამგვარ პროგრამებში არიან ჩართული, უნდა დატოვონ ქვეყანა ან მიმართონ სხვა ზომებს, მაგალითად, გადავიდნენ სხვა სასწავლებელში, სადაც სწავლა უშუალო რეჟიმში გრძელდება, რათა შეინარჩუნონ ყოფნის კანონიერი სტატუსი. სხვა შემთხვევაში მათ შეიძლება შეეხოთ საიმიგრაციო პროცედურა, დეპორტაციის, მაგრამ არა მხოლოდ ამ ზომის, ჩათვლით“, - წერია საიმიგრაციო პოლიციის ცნობარში. ეს წესები ეხება F-1 და M-1 სტუდენტურ, მხოლოდ სასწავლო ვიზებს, რომლებიც არ არის საიმიგრაციო დანიშნულების.

აშშ-ის უმაღლესი სკოლების და უნივერსიტეტების უმრავლესობას საშემოდგომო გეგმები ჯერ არ გამოუქვეყნებია. ბევრი სასწავლებელი გეგმავს ჰიბრიდულ, შერეულ რეჟიმს, როცა სასწავლო პროცესი მოიცავს ონლანკურსებსაც და პირად ლექციებსაც.

XS
SM
MD
LG