Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო", შსს-ში იკითხება


ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს", დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

შსს-ში განმარტეს, რომ ის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გავრცელების გამო დაიბარეს.

მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ "მთავარმა არხმა" ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავს, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

არხმა ბილანიშვილი კიდევ ერთხელ გუშინ, 7 ივლისს ახსენა. გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. "მთავარი არხის" ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება.

19 წლის შაქარაშვილის კვალი 18 ივნისს დაბადების დღის წვეულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა და ის 4 დღის შემდეგ წყალში იპოვეს. ექპერტიზას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. უშუალოდ მისი გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა იმ ღამით მომხდარი ჩხუბის გამო 17 პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG