Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა 37 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური პაკეტის შესახებ


დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომა. მარცხნივ: პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მარჯვნიდან მეორე: ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი. 2020 წ. 8 ივლისი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომა. მარცხნივ: პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მარჯვნიდან მეორე: ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი. 2020 წ. 8 ივლისი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა 37 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, ბიძგს მისცემს ეკონომიკას და შეაჩერებს კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრობის ზრდას.

ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა 8 ივლისს ისაუბრა რამდენიმე ინიციატივაზე, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესებში დასაქმებულთა შენარჩუნებას და შეგირდების აყვანას, ტრენინგისა და გარემოს დაცვითი პროექტების დაფინანსებას, ზოგიერთი გადასახადის მიზნობრივ შემცირებას.

მან ასევე გამოაცხადა 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2,51 აშშ დოლარი) მოცულობის „მასტიმულირებელი სქემის“ შესახებ, რომელიც ახალგაზრდებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის იქნება გამიზნული.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაიღუპა 44 ათასზე მეტი ადამიანი. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებს შორის და ამან ზეწოლის ქვეშ მოაქცია მთავრობა იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ის აწარმოებს კრიზისთან გასამკლავებლად.

შეერთებულმა შტატებმა კვლავ რეკორდი დაამყარა 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით. 7 ივლისს მათი რიცხვი იყო 60209. მთლიანად ქვეყანაში ინფიცირების 3 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული. ამ მომენტისთვის გარდაცვლილია 131594 ადამიანი. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 1114 ადამიანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG