Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დააჯარიმებს „ამაზონს“ ანექსირებულ ყირიმში საქმიანობისათვის


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის (OFAC) ოფისი აცხადებს, რომ 134 000 დოლარით დააჯარიმებს კომპანია „ამაზონს“ სანქციების დარღვევისა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე ირანსა და სირიაში საქონლის მიწოდებისთვის.

კომპანია Amazon.com-ი დათანხმდა OFAC- ის რამდენიმე პროგრამის აშკარად დარღვევისათვის წარმოქმნილი დავის მოგვარებას, - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა შვიდ პირსა და მოსკოვის რკინიგზის კერძო კომპანიის თანამშრომლებს ქერჩის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლისა და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჩატარებული კენჭისყრის ორგანიზებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG