Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტს ჰააგაში გამოკითხვას მოუწყობენ ომის დანაშაულის, მისთვის წაყენებული ბრალდების გარშემო


ჰაშიმ ტაჩი ჰააგაში, 2020 წლის 13 ივლისი
ჰაშიმ ტაჩი ჰააგაში, 2020 წლის 13 ივლისი

კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი 13 ივლისს ჰააგაში ჩავიდა და გამოკითხულ იქნება ომის დანაშაულის ბრალდების გამო. კოსოვოს სპეციალისტთა პალატამ მოულოდნელად გამოაცხადა 24 ივნისს, რომ ტაჩი და სხვა ცნობილი პირები კოსოვოდან ბრალდების სუბიექტები და ეჭვმიტანილები არიან სერიოზულ დანაშაულში, „თითქმის ას მკვლელობაში“, ადამიანების იძულებით გაუჩინარებასა და წამებაში.

სერბეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით მიმდინარე კოსოვოს ომის დროს, 1990-იან წლებში, ტაჩი კოსოვოს განთავისუფლების არმიის მეთაური იყო.

წაყენებული ბრალდებები ტაჩიმ უარყო და კოსოვოელებს მიმართა, რომ თუ გაასამართლებენ, დაუყოვნებლივ გადადგება და ბრალდებებს უპასუხებს.

ტაჩის მიმართ ბრალდებების წაყენების გამო ჩაიშალა კოსოვოს ხელისუფლებასა და სერბეთის პრეზიდენტს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ვაშინგტონში, თეთრ სახლში.

ევროპის კავშირმა, ჩანს, ახალი ბიძგი მისცა სერბეთსა და მის ყოფილ ოლქს შორის მოლაპარაკებას, როცა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ჯოზეფ ბორელის შუამავლობით გაიმართა ვიდეოშეხვედრა კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ავდულა ჰოტის და სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვუჩიჩს შორის. ბრიუსელმა 12 ივლისს, ვიდეოშეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი „სწორ გზას ადგანან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG