Accessibility links

ღირებულებათა ომი და ჩვენ ამ ომში


ავტორი: ლაშა სალამაშვილი

ხშირად საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ევროპა და ევროპული ღირებულებები მეტად გაურკვეველი და შეუცნობელია, მას განსაკუთრებით ნეგატიურად იყენებენ ისეთი ფაშისტური და პრორუსული დაჯგუფებები, რომელთათვისაც დასავლური ღირებულებები ნამდვილად შეუცნობელია, თუმცა ამას კარგად იაზრებენ ვინაიდან მათი ფასეულობათა სისტემა სრულიად სხვა სიბრტყრეზე დგას და შესაბამისად ევროპის დემონიზაცია მათი მხრიდან საკმაოდ ხშირი და აქტუალური პრობლემაა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში განვიხილავ იმ ძირითად ღირებულებებს, რომლებიც გლობალიზაციის პროცესს თან ახლავს და რომელიც არადასავლური ცივილიზაციისათვის წინააღმდეგობის წარმოშობის მთავარი საწინდარია.

პირველი ეს გახლავთ ,,ინდივიდუალიზმი” - როგორც ჩვენთვის ცნობილია დასავლურ ცივილიზაციაში ინდივიდი კოლექტივზე მაღლა დგას, რისი წინაპირობაც განვლილი ისტორიული გარემოებები გახლავთ. იქ, სადაც დასავლური პრინციპები არ მუშაობს ინდივიდუალიზმის განსაზღვრებაც განსხვავებულია, იქ ინდივიდზე მაღლა კოლექტივი, ჯგუფი ან თემი დგას, რომლსაც ინდივიდები ექვემდებარებიან და არა პირიქით, ინდივიდის თავისუფლების ხარისხი კი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის სახელმწიფოს ექვემდებარება. თუკი ამის მაგალითად რუსეთს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ იქ, ინდივიდიდები სახელმწიფო ხელძღვანელს უნდა ემორჩილებოდნენ, რაც არათუ თრგუნავს და ახშობს ინდივიდუალიზმს, არათუ უპირსპირდება დასავლურ ღირებულებას, არამედ ისეთ მკვეთრ პრობლემასთან მივყავართ, როგორიცაა ავტორიტარიზმი ანუ ერთპიროვნული მმართველობა. არსებულ საკითხს თუ ჩვენი, საქართველოს კუთხით განვიხილავთ აღმოვაჩენთ, რომ არც ჩვენ განვიცდით ინდივიდუალიზმის იმაზე ნაკლებ დეფიციტს, ვიდრე სხვა ქვეყნები. ჩვენ შემთხვევაში ინდივიდამდე კოლექტივის სახით ისეთი ჯგუფები დგანან როგორებიცაა, სამეზობლო, სანათესაო, სამეგობრო და ა.შ - აქედან გამოდომდინარე სრულებითაც არ არის გასაკვირი ის, თუ რატომ მოდიან წინააღმდეგობაში გლობალიზაციის პრინციპებთან არადასავლური ცივილიზაციის ქვეყნები.

მეორე ღირებულება, რომელიც გლობალიზაციის პროცესების საშულებით მთელ მსოფლიოში ვრცელდება და რომელიც არადასავლური ცივილიზაციის ქვეყნებთან მკვეთრ კონფლიქტში მოდის - ,,დემოკრატია” გახლავთ. ალბათ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძური სწორედ დემოკრატიაა, რადგან სწორედ დემოკრატიამ წამოწია წინა პლანზე ადამიანს უფლებები სახელმწიფოში, სწორედ დემოკრატია ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ თანასწორ უფლებიანობაზე. თუმცა, თუ გადავხედავთ არადასავლური ცივილიზაციის ქვეყნებს, ავტომატურად შევძლებთ კითხვაზე პასუხის გაცემას თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი გლობალიზაციის ამ უკანასკნელ ღირებულებას. პასუხი მარტივია, ამის ნათელსაყოფად შეგვიძლია რამდენიმე ავტორიტარული ქვეყანა განვიხილოთ, მაგალითად ჩრდილოეთ კორეა - ჩრდ.კორეა სწორედ ის სახელმწიფოა, რომელიც საკუთარი პირით აცხადებს, რომ დემოკრატია მისთვის მიუღებელი ცნებაა, რომ მათთან ,,ადამიანები თანასწორები არიან, მაგრამ არსებობენ უფრო თანასწორებიც”, რომლებიც მათზე ზემოთ დგანან და რომლებიც მოქალაქეთა დღის წესრიგს თავადვე განაგებენ - სწორედ დემოკრატიის ჩახშობის შედეგად სახეზე ვიღებთ სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ კონტროლს საზოგადოებაზე, სადაც დემოკრატიის ფესვების წამოზრდის თანავე ჭრიან და ახშობენ, ხოლო დემოკრატია ის ბასრი იარაღია, რომელიც ტოტალურ კონტროლს, ავტორიტარიზმსა და ერთპიროვნულ მმართველობას ერთმნიშვნელოვნად უპირსიპირდება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც გლობალიზაციის ეგიდით მთელს მსოფლიოში ვრცელდება და რომელსაც არადასავლური ცივილისაციის სახელწიფოები საკუთარი პოლიტიკური, იდეოლოგიური, კულუტრული თუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე უპირისპირდებიან - ,,თავიუსუფლება” გახლავთ. სწორედ თავისუფლების, როგორც ღირებულების განსხვავებული აღქმა განაპირობებს არადასავლური ცივილიზაციების სამყაროსა და გლობალიზაციის პროცესებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობას. მარტივ რომ ვთქვათ თითოეული ჩვენთაგანი ვისთვისაც თავისუფლების არსი გასაგებია, ნათელი ისიც, რომ რაც მეტია თავისუფლება, მით მეტია პასუხისმგებლობა. მაგალითად, ევროპის ქვეყნები თავისუფლები არიან იმდენად, რამდენადაც მათ ოფიციალურად ვალდებულება აკისრიათ იმისა, რომ თუკი საკუთარი თავისუფლებით ვინმეს, ან რამეს ავნებენ პასუხსაც აგებენ. თუმცა, თუ გადავხედავთ არადასვლურ ქვეყნებს, მაგალითად რუსეთს ან ზოგიერთ პოსტ საბჭოთა ქვეყანას, აღმოვაჩენთ, რომ თავისუფლება, როგორც ტერმინი და ცნება არასწორად იქნა აღმქული, რაც განაპირობა წარსულის ისტორიამ და წარსულში არსებულმა პოლიტიკურ-სოციალურმა მდგომარეობა. იქ, თავისუფლება აღიქმება როგორც იმის კეთება, რაც უნდათ. ასე მაგალითად: 1) თავიუსფლება, როგორც პასუხისმგებლობისგან გაქცევა 2) საკუთარი თავისუფლებით სხვისი თავისუფლების შეზღუდვა.

კიდევ ერთი დასავლური ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულება - ,,ადამიანის უფლებები და თანსწორობა” გახლავთ - ეს უკანასკნელი არამარტო არადასავლურ ქვეყნებში, არამედ დასავლურშიც კი რთულად აღსაქმელ ცნებას წარმოადგენს. ამის მაგალითად შეგვიძლია უახლესი ამბავი მიმოვიხილოთ, რომელიც აშშ-ში, მინესოტას შტატში განვითარდა, როდესაც პოლიციელმა გადამეტებული მოპყრობის გამო აშშ-ის ფერადკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი მოკლა და მას ბრალი რასიზმში დასდეს, რასაც საბოლოოდ აშშ-ის მოქლაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა - სწორედ ამ ფაქტის დროს ვაწყდებით ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელსაც ადამიანთა უთანასწორობა და უფლებათა რღვევა ჰქვია. აღნიშნულმა ფაქტმა გვიჩვენა, რომ ერთი ადამიანის დისკრიმინაციამაც კი მისი კანის ფერის, რელიგიური მრწამსის ან ორიენტაციის შებღალვის გამო, თუმცა ამ დროს საინტერსოა მესამე სუბიექტის, ანუ ანტიდასავლური სუბიექტების მოქმედება არსებული ვითარების დროს, ვინაიდან მოცემული ვითარება სახარბიელო აღმოჩნდა იმისათვის, რომ ამერიკა არადემოკრატიულ ქვეყნად მოენათლათ და მისი სრული დემონიზაცია მოეხდინათ. აქედან გამომდინარე, მივდივართ დასკვნმდე, რომ არადემოკრატიული ქვეყნები დემოკრატიული ქვეყნების გასაშავებლად მუდმივად ხმლებს ლესავენ, რათა საკუთარი სახელმწიფოს არადემოკრატიულობა გადაფარონ

სტატიის დასასრულს კი ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა და არგუმენტების საშულებით მეტად მარტივი გასაგები ხდება ის, თუ რატომ მოდის კონფლიქტში არადასავლური ცივილიზაციები და დაჯგუფებები, დასავლურ ცივილიზაციასთან, თუ რატომ ებრძვიან პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი სინდიკატები, პარტიები, თუ მათგან დაფინანსებული ორგანიზაციები დასავლურ ღირებულებებს და რატომ სურთ დასავლური სისტემის დანგრევა და მოქალაქედა ცნობიერბიდან გარიყვა, გადამალვა და გაქრობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG