Accessibility links

ზურაბიშვილი დაინტერესდა ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობით


საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე, პრეზიდენტის დავალებით, პირადად ესაუბრა მათ.

როგორც გიორგაძე ამბობს, სამხედრო მოსამსახურეები მკურნალობის კურსს გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 სამხედროს, რომლებიც ავღანეთში NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 10 ივლისს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ადგილობრივი, ავღანური პერსონალისგან დაინფიცირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG