Accessibility links

რომან გოცირიძე: თუ ვაქცინა არ იქნება, ივანიშვილს საარჩევნო კამპანიაში ვერ ვიხილავთ


საქართველოს პარლამენტის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საქმიანობაში დისტანციურად არის ჩართული. მიზეზად დეპუტატი კორონავირუსის პანდემიას ასახელებს.

"ის, რომ ის დისტანციურად ერთვება პარტიის მუშაობაში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბატონი ბიძინა თავის პოლიტსაბჭოს განიხილავს პოტენციურ ვირუსმატარებლებად. სანამ ვაქცინას არ გამოიგონებენ, ჩვენ მას ვერ ვიხილავთ. ვერც საარჩევნო კამპანიებში და ვერც შეხვედრებში. ან მეორე ვარიანტია, ვირუსგაუმტარი სკაფანდრი იშოვოს", - თქვა გოცირიძემ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ხალხმრავალ ადგილებში არავის უნახავს. ამ პერიოდის განმავლობაში მისი კადრები მედიამ მხოლოდ ერთხელ იხილა, ისიც მისი შვილის ტიკ-ტოკ ვიდეოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG