Accessibility links

თელავსა და ყვარელში სტიქიის შედეგებს ითვლიან


კახეთში დილიდან სტიქიის შედეგებს ითვლიან. კონკრეტული ციფრები ზარალის შესახებ, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ 15 ივლისის ღამით თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

თელავში, სოფელ კონდოლში, ერთ- ერთ ადგილობრივს ხის ნაწილი დაეცა. ის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

წუხანდელი სტიქიის შედეგად, კონდოლში რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. სეტყვამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე ადგილზე ხეები წაიქცა, რამაც სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფერხა.

სტიქიამ ასევე დააზარალა ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი. ქალაქს ამ დრომდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. მუნიციპალიტეტში შეწყვეტილი იყო ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG