Accessibility links

site logo site logo

ლონდონი ადანაშაულებს მოსკოვს 2019 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში


დომენიკ რააბი

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 16 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული პირები ცდილობდნენ გავლენის მოხდენას შარშანდელ საყოველთაო არჩევნებში.

„ჩვენ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანონო საშუალებებით მოპოვებული სახელმწიფო დოკუმენტების ინტერნეტში გავრცელების გზით რუსეთის მხარე ესწრაფვოდა 2019 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

„ბი-ბი-სი“ თანახმად, მომდევნო კვირაში დიდ ბრიტანეთში უნდა გამოქვეყნდეს დოკუმენტები ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.

ლონდონის ამ ბრალდებას „ბუნდოვანი“ და „ურთიერთგამომრიცხავი“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

კერძოდ საქმე ეხება დიდი ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პროექტის გამოქვეყნებას ინტერნეტ პლატფორმაზე Reddi-ი.

ვარაუდობენ, რომ ამ დოკუმენტის გაჟონვით წინასაარჩევნო პროცესში შეეძლო ესარგებლა ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას.

დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა 2018 წელს.

ორი წლის წინ ლონდონმა მოსკოვი დაადანაშაულა ნივთიერება „ნოვიჩოკით“, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში.

მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG