Accessibility links

დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს COVID-19-ის საცდელი ვაქცინის მოპარვის მცდელობაში


სამი სახელმწიფო: ბრიტანეთი, კანადა და აშშ-ი რუსეთს ადანაშაულებენ კორონავირუსის საცდელი ვაქცინისა და ვირუსული ინფექციის მკურნალობის შესახებ მსოფლიოს აკადემიურ და ფარმაცევტულ ინსტიტუტებში ჩატარებული გამოკვლევის მოპარვის მცდელობაში.

ბრიტანეთის ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ცენტრის (NCSC) 16 ივლისის განცხადების თანახმად, ჰაკერთა ჯგუფმა APT29-, რომელიც Dukes-სა და Cozy Bear-ის სახელითაც არის ცნობილი, მიზანში ამოიღო სამ ქვეყანაში მდებარე ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ COVID-19-ის საცდელი ვაქცინის შემუშავებაში.

“ჩვენ ვგმობთ მუხანათურ თავდასხმებს მათ წინააღმდეგ, ვინც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმით არის დაკავებული“, - ნათქვამია NCSC-ის ხელმძღვანელის, პოლ ჩიჩესტერის განცხადებაში.

Cozy Bear – ერთ-ერთია რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული იმ ორი ჰაკერული ჯგუფიდან, რომელმაც, ექსპერტების თქმით, მოიპოვა წვდომა ნაციონალური დემოკრატიული კომიტეტის (აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელი ორგანოს) შიდა სისტემაზე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

დღეისათვის ჰაკერული ჯგუფის მიზანს, CNN-ის თანახმად, წარმოადგენს იმ სამი ქვეყნის სამედიცინო ლაბორატორიები, რომლებიც კორონავირუსის საცელ ვაქცინაზე და მკურნალობის მეთოდოლოგიაზე მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG