Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ჭიათურაში ერთი პირი დააკავეს


ჭიათურაში, საკუთარ სახლში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა ედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.გ. მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, "ქურდული სამყაროს" წევრების ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა.

პოლიციამ ხსენებული "ქურდული გარჩევის" ორგანიზატორები, წარსულში ნასამართლევი პირები: ჯ.ი. და გ.წ. მიმდინარე წლის აპრილში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა.

რაც შეეხება მ.გ.-ს, მის მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

მ.გ-ს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG