Accessibility links

კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად სწრაფი ტემპებით იზრდება აშშ-ში, აფრიკასა და ინდოეთში


16 ივლისს აშშ-ში ერთი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების სულ მცირე 77 000 ახალი შემთხვევა, რაც ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიის ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

1000-ს მიუახლოვდა წუხელ გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი. ამასთან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ ფლორიდას, სამხრეთ კაროლინას და ტეხასს.

ვირუსული ინფექციით ადამიანების დაავადების შემთხვევები იზრდება ასევე აშშ-ის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში, საავადმყოფები სავსეა პაციენტებით, რაც სიკვდილიანობის მატების რისკს ზრდის.

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემია აშშ-ის მისწვდა, ქვეყანაში ოფიციალურად გამოვლინდა 3,6 მილიონი დაინფიცრებული და 130 000 გარდაცვლილი პაციენტი. ამ ფონზე ქვეყანაში სერიოზული უთანხმოების საგნად რჩება სკოლებისა და საწარმოების გახსნა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშით, მსოფლიოში 13,8 მილიონს აღწევს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები. ვირუსულმა ინფექციამ იმსხვერპლა დაახლოებით 590 000 ადამიანი.

ვარაუდობენ, რეალური ციფრი უფრო მაღალი უნდა იყოს.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციას, ვირუსის გავრცელების მხრივ სამხრეთმა აფრიკამ უკან ჩამოიტოვა მექსიკა და ჩილე და მსოფლიოში მეექვსე ადგილზე გავიდა ყველაზე დაინფიცირებულ ქვეყნებს შორის.

აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე ბრაზილია, სადაც დადასტურებულია COVID-19-ის ვირუსით დაავადების 2 მილიონი და გარდაცვალების 77 000 შემთხვევა.

დაავადების მაჩვენებელი მილიონს გადაცდა ინდოეთში, მესამე ადგილზე მყოფ ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 26 000-ს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG