Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველი ეკოაქტივისტები 18 ივლისს საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ


რუსთაველი ეკოაქტივისტები ადგილობრივი მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ და მოსახლეობას მასში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. დაანონსებულ აქციას წინ უსწრებდა მისი ორგანიზატორი ორგანიზაციის, „გავიგუდეს“, ერთ-ერთი წევრის საპროტესტო შიმშილობა.

„გავიგუდე“ მოითხოვს, პარლამენტმა ახალი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ თვეში მთავრობაში დაარეგისტრირა კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელსაც გარემოსდაცვით რეგულაციებში შემოაქვს ახალი პრინციპი - „დამბინძურებელი იხდის“.

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, კანონპროექტს, რომელიც რუსთაველი ეკოაქტივისტების უშუალო ჩართულობით შემუშავდა, შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის თანახმად, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება, საჯარიმო თანხა, განსხვავებით დღევანდელი რეგულაციებისგან, მთლიანად ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს მოახმაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG