Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰასან როჰანი: სავარაუდოდ, 25 მილიონი ირანელი შეიძლება იყოს ინფიცირებული კორონავირუსით


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 18 ივლისს ვარაუდი გამოთქვა, რომ 25 მილიონი ირანელი შეიძლება იყოს კორონავირუსით ინფიცირებული პანდემიის დაწყებიდან. მან ეს განაცხადა, როცა ირანელებს აფრთხილებდა, რომ პანდემიას სერიოზულად შეხედონ. როჰანის ნათქვამი ეყრდნობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებს.

„ჩვენი მონაცემებით, დღემდე 25 მილიონ ირანელს შეხვდა ეს ვირუსი და დაახლოებით 14 ათასმა დაკარგა სიცოცხლე“, თქვა როჰანიმ, რომელმაც მოიყვანა ანგარიშის მონაცემები, რომ არის შესაძლებლობა, საფრთხე კიდევ 30-35 მილიონ ადამიანს ემუქრებოდეს.

ირანის პრეზიდენტის თანახმად, 200 ათასი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული და, მისივე თქმით, ეს რიცხვი გაორმაგდება.

როჰანის არ დაუზუსტებია, თუ რომელ კვლევას ემყარებოდა ეს მონაცემები, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.

ექსპერტები თვლიდნენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ირანში დადასტურებულ მონაცემებს აღემატებოდა.

საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ირანში დაღუპულთა რაოდენობა, ალბათ, ორჯერ აღემატება ოფიალურად გავრცელებულ რიცხვს.

არასაკმარისი ტესტირების გამო, წერია ანგარიშში, იმ პირების რიცხვი, რომლებიც იმ დროს იყვნენ ინფიცირებული, 8-10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დადასტურებული რაოდენობა.

18 ივლისს ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, ახლა ირანში თითქმის 272 ათასი ინფიცირებულია, დაღუპულთა რიცხვი 14 ათასს აღწევს.

ბოლო კვირაში გაიზარდა ერთ დღეში დაღუპულთა რაოდენობა.

18 იანვარს, ირანის ხელისუფლებამ თეირანში აღადგინა შეზღუდვები, სხვათა შორის, აიკრძალა რელიგიური და კულტურული თავყრილობები, დაიხურა კაფეები, აუზები, გასართობი პარკები და ზოოპარკები, რათა ხელი შეეშალოს ვირუსის გავრცელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG