Accessibility links

ევროპის კავშირის ლიდერები კორონავირუსის გამო დაზარალებული ეკონომიკების სტიმულერების  პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ


ევროპის კავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ 18 ივლისს, მათი სამიტის მეორე დღეს, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდის გარშემო, მაგრამ განაცხადეს, რომ შეხვედრას 19 ივლისს გააგრძელებენ, რათა პაკეტზე მორიგება მოხდეს, თუმცა სამიტი ორდღიანი იყო.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები ესწრაფვიან მიაღწიონ შეთანხმებას აღდგენის ფონდის გარშემო და 2021-27 წლების ბიუჯეტის შესახებ, სულ ლაპარაკია 1,85 ტრილიან ევროზე.

ბრიუსელის ეს სამიტი პირველი უშუალო შეხვედრაა 27 ლიდერს შორის ხუთთვიანი კრიზისის მანძილზე.

ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაური აცხადებდა, რომ წინსვლა ხდება მიუხედავად დიდი დაძაბულობისა. ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა თქვა, რომ მძაფრი მოლაპარაკების მიუხედავად „საქმე სწორი მიმართულებით მიდისო“.

კორონავირუსის პანდემიამ დარტყმა მიაყენა ევროკავშირის ეკონომიკას. მოელიან, რომ ბლოკის ეკონომიკა 8,3 პროცენტით შემცირდება. კოვიდ-19-მა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 135 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, სამიტის მასპინძელმა ბრიუსელში, ჩარლზ მიშელმა, წარადგინა თავისი წინადადება, რომლის თანახმად, პაკეტი 750 მილიარდი ევროს ოდენობის იქნება და განაწილდება გრანტების და კრედიტების სახით იმ ქვეყნებზე, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო რთული ვითარება აქვთ, განსაკუთრებით სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის რეგიონში.

ამ თანხას ემატება შვიდწლიანი ბიუჯეტი, რომელიც ტრილიონ ევროს უტოლდება და რომლის გარშემო შეთანხმება კოვიდ-19-ის კრიზისამდე მოხდა.

ჩრდილოეთი ევროპის მდიდარი ქვეყნები, ნიდერლანდის მეთაურობით, ცდილობენ მკაცრი კონტროლი დაუწესდეს ხარჯებს და ამასთან, ბრძოლა უწევთ სამხრეთის ქვეყნებთან, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, რომლებმაც დიდი ზარალი ნახეს პანდემიის გამო და დიდი დახმარებას მოელიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG