Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა ახალი სამხედრო გემების მშენებლობის ცერემონიაზე


ვლადიმირ პუტინი ქერჩში
ვლადიმირ პუტინი ქერჩში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს ანექსირებულ ყირმის ნახევარკუნძულზე რუსეთის პრეზიდენტის ყოფნის გამო.

ვლადიმირ პუტინი 20 ივლისს ესტუმრა ყირიმის ნახევარკუნძულს, ქალაქ ქერჩში რუსეთის სამხედრო ფლოტისათვის ახალი გემების მშენებლობის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.

უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ "ყირიმის მილიტარიზებისკენ მიმართული ზომები" და აღნიშნულია, რომ "მსგავსი ქმედება მუქარას წარმოადგენს რეგიონის უსაფრთხოებისთვის".

რადიო თავისუფლების საიტ „კრიმ.რეალიის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ქერჩში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2014 წლამდე უკრაინის ცენტრალურ მთავრობას მიჰქონდა მთელი ყირიმის ავტონომიის შემოსავალი და უკან თითქმის არაფერს უბრუნებდა, რადგან ამ ფულს სხვა რეგიონებს ახმარდაო.

2020 წელს პუტინი ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, ქალაქ სევასტოპოლში ბოლოს 18 მარტს იმყოფებოდა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი წლის დასაწყისში, 9 იანვარს ჩავიდა სევასტოპოლში, სადაც თვალს ადევნებდა შავი და ჩრდილოეთის ზღვების ფლოტების ერთობლივ მანევრებს.

10 იანვარს პუტინმა იალტაში თათბირი გამართა, კრემლის კონტროლის ქვეშ არსებული ყირიმისა და სევასტოპოლის ხელმძღვანელობასთან რეგიონის წინაშე მდგარი „სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გარშემო.“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინაც გაუგზავნა პროტესტის ნოტა რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ეს წერილი კიევს უპასუხოდ, უკან დაუბრუნა.

რუსეთმა ყირიმი 2014 წლის მარტში ჩაიგდო ხელში მას შემდეგ, რაც ჯარები გაგზავნა ნახევარკუნძულზე და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც უკანონოდ ცნო ასზე მეტმა ქვეყანამ.

იმავე წლის აპრილში რუსეთმა დაიწყო სეპარატისტთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში. იქ მიმდინარე ბრძოლებმა დღემდე სულ მცირე 13 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG