Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში COVID-19-ით პაციენტი გარდაიცვალა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად პაციენტი დაიღუპა.

როგორც მედია იტყობინება, პაციენტს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება აწუხებდა და სოხუმის მე-2 კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც, სავარაუდოდ, კორონავირუსით დაინფიცირდა. ის გუდაუთაში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გუდაუთის კლინიკაში ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დიაგნოზით 8 პაციენტს მკურნალობენ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 1 131 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. საქართველოში COVID-19 სულ 920-მა ადამიანმა დაამარცხა, გარდაიცვალა 16.

XS
SM
MD
LG