Accessibility links

დიანა ტრაპაიძე "TV პირველზე" ბრუნდება


არხის დატოვებიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე "TV პირველზე" ბრუნდება. როგორც მან რადიო თავისუფლება განუცხადა, ის ისევ "დღის ამბებს" წაიყვანს. ინფორმაციას ადასტურებს არხის დირექტორი, ვატო წერეთელიც.

არხის დატოვების შესახებ ტრაპაიძემ ფეისბუკზე 15 ივნისს დაწერა. ახლა ეს პოსტი აღარ იძებნება.

"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა", - წერდა მაშინ ტრაპაიძე.

ტრაპაიძის არხიდან წასვლა დროში დაემთხვა მისი კოლეგების ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის გადაწყვეტილებას. ამ ორმა წამყვანმა "პოლიტმეტრის" გუნდთან ერთად "TV პირველი" მასზე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG