Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 740-ს მიაღწია


ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვაში 740-ს მიაღწია ვირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, მას შემდეგ, რაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, გასულ კვირაში კიშინიოვის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, კოვიდვითარების გაუარესების შესახებ.

მოლდოვის რესპუბლიკაში ეპიდემიის განმავლობაში ვირუსული ინფექციით დაავადდა 23 034 ადამიანი

425-ი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან კიშინიოვში გაიხსნება ახალი საავადმყოფო კორნავირუსით დაინფიცრებული ავადმყოფების მისაღებად და სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG