Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, სამინისტრომ ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა. აქამდე ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

XS
SM
MD
LG