Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება


მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. მისი თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატი, გია ვოლსკი ვერ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ამ უბანს აქვს.

"დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი იმიტომ, რომ იყო აბსოლუტურად წალკოტი... ტექნიკური შესაძლებლობით ჩვენ გვჭირდება iPhone 11, როცა გვაქვს ფარნიანი ტელეფონი", - თქვა მან "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ანა დოლიძე პოლიტიკოსობამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. მან საბჭო 22 ივნისს დატოვა. საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართავდა და მთელ თავის რესურსებს მოძრაობას „ხალხისთვის“ დაახარჯავდა.

მანამდე, სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს მას მოუწოდა, დაეტოვებინა თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებდა. უფრო ადრე, 18 ივნისს ანა დოლიძემ ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პლატფორმა შექმნა.

XS
SM
MD
LG