დღეს გამთენიისას, დაახლოებით, ღამის 3 საათზე თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მანქანა და სკუტერი მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც Scroll-ს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი, დაახლოებით, 25 წლის პირია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევებისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
დაწერეთ კომენტარი