Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში მოიპარეს და თავი მოჰკვეთეს საბჭოთა მარშალ როკოსოვსკის ძეგლს


მარშალი როკოსოვსკი, მეორე მსოფლიო ომის დროს
მარშალი როკოსოვსკი, მეორე მსოფლიო ომის დროს

პოლონეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლეგნიცეში უცნობებმა მოიპარეს საბჭოთა და პოლონელი მარშლის, კონსტანტინ როკოსოვსკის, სკულპტურა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი მოხდა 30 ივლისს. პოლიციამ შეძლო თავმოჭრილი ძეგლის პოვნა.

ხოლო ბოროტმოქმედებისა და ძეგლის ფრაგმენტების ძებნა კვლავ გრძელდება.

მარშალ როკოსოვსკის ძეგლი აღმართული იყო წითელი არმიის მუნიციპალურ სასაფლაოზე.

სკულპტურა წარმოადგენს ლეგნიცეს სპილენძის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილს.

კონსტანტინ როკოსოვსკი 1896 წელს დაიბადა ვარშავაში. რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წლიდან შეუერთდა წითელ არმიას.

მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამოჩენილი მთავარსარდალი, კონსტანტინ როკოსოვსკი, ხელმძღვანელობდა მოსკოვში გამართულ გამარჯვების აღლუმს.

მარშალ როკოსოვსკის მიმართ პოლონეთში წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებაა.

ერთი მხრივ, ბელორუსიის პირველმა ფრონტმა, რომელსაც როკოსოვსკი ხელმძღვანელობდა, ნაცისტური ოკუპაციისგან გაათავისუფლა პოლონეთი.

მეორე მხრივ, მარშალი იყო სტალინის თავგადაკლული მომხრე, რომელიც პოლონეთის გათავისუფლების შემდეგ თავის ისტორიულ სამშობლოში წარმოადგენდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG