Accessibility links

გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა


გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ფოტო არქივიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრემიერის ვიზიტი დროში დაემთხვა გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯას. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გახარია და ზურაბიშვილი მართავენ ხოლმე.

სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. საქართველოს კონსტიტუციით, სასჯელისგან გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს პატიმრის შეწყალებით, ყოველგვარი პირობის გარეშე შეუძლია. ასე მოიქცა ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ, როცა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მაშინ ზურაბიშვმა თქვა, რომ ინფორმაცია შეწყალების შესახებ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა.

რურუას, ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებას ოპოზიცია, დიპლომატების ჩართულობით, ხელისუფლებასთან 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG