Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა


ივანე კუპრაძე
ივანე კუპრაძე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა.

ივანე კუპრაძეს ღირსების ორდენი გადაეცა 2018 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი ორბელიანების სასახლეში ივანე კუპრაძის ცოლს ნათია მულაძეს გადასცა და ხაზგასმით აღნიშნა ივანე კუპრაძის ღვაწლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.

XS
SM
MD
LG