Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერგოლეიშვილი ბოკერიას კამპანიაში ერთვება და "ტაბულას" დროებით ტოვებს


ონლაინგამოცემა "ტაბულას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც, ამავდროულად, გიგა ბოკერიას ცოლია, რედაქციას დროებით ტოვებს. ის "ევროპული საქართველოს" ფოთის ახალგაზრდულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. სწორედ აქ იყრის ბოკერია კენჭს.

"მე ვდისტანცირდები [ტაბულასგან], სანამ კამპანიაა... ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ - გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში - შემეხმიანეთ. ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ - როგორ მოვიგოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე.

"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 3 აგვისტოს დაასახელა. ბოკერია ფოთში, ხობსა და სენაკში იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG