Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმეში FBI-ს ჩართვის მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას გამართავს აშშ-ის საელჩოსთან


თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აქციის გამართვას გეგმავენ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. ისინი მოითხოვენ საქმეში ჩაერთოს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI).

„ხვალ 12:00 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ - დადგა ის მომენტი როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს. მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ - ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული. თუ ეს ჩართულობა არ ენდომებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ მალავენ რაღაცას", - თქვა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის საკითხიც დააყენა.

„არანაირი სიგნალი არ მიმიღია ბატონი გახარიასგან. ალბათ არ ჩათვალა საჭიროდ შვილმკვდარ დედასთან შეხვედრა. საპატრიარქოში, რომ ვიყავი სიმშვიდე ვიგრძენი. წესის აგების უფლებაც მომცეს, რასაც მე ამდენი ხანი განვიცდიდი, რომ ჩემს შვილს თვითმკვლელობის იარლიყს მიაკერებდნენ. საპატრიარქომ ეს იარლიყი მოხსნა. ვუთხარით, რომ გამოძიება არაფერს აკეთებს ან თუ აკეთებს, არაფერს გვაგებინებს", - თქვა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG